Thursday, June 16, 2016

დღეს გავეცანით კოლეგების ნამუშევრებს, ქლბატონმა ნათიამ მიგვითითა ხარვეზებზე და დაგვეხმარა მათ გამოსწორებაში, ვიმუშავეთ ნამუშევრევის  ინტერნეტში ატვირთვაზე.
დღეს ქალბატონმა ნათია ცინცაძემ გავაცნო მეშვიდე მოდული, რომელშიც საუბარია ფასილიტაციით სწავლებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე. გვესაუბრა ფასილიტაციის რესურსების შექმნაის შესახებ.
განვიხილეთ NETS-T-ი, როგორ შევიმუშაოთ ფასილიტაციის ნიმუშები, როგორ შევქმნათ ფასილიტაციის მასალები,  როგორ გავუზიაროთ კოლეგებს წარმატებული პროექტები ...

Sunday, June 12, 2016

დღეს, 12 ივნისს, ქალბატონმა ნათია ცინცაძემ გავაცნო როგორ ვიმუშაოთ შეფასეების რუბრიკებზე. გვესაუბრა განმავითარებელ შეფასებასა და განმავითარებელ თვითშეფასებაზე. გვესაუბრა უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე.
გვასწავლა პროგრამა Word-ში Cover Pages -ით ჟურნალის ყდის გაკეთება.

Saturday, June 4, 2016

 დღეს, 3 ივნისს, ტრენინგის მეხუთე დღეს  გავეცანით კოლეგების პროექტების ნიმუშებს, ქალბატონმა ნათია მოგვცა შენიშვნები და რჩევები. გვასწავლა როგორ ვიმუშაოთ ტექსტის კომენტარებზე, როგორ ჩავინიშნოთ და გავასწოროთ კომენტარები. გვესაუბრა საავტორო უფლებების დაცვის შესახებ,როგორ მოვნახოთ და შევინახოთ ლინკები. შევქმენით გვერდი "ბიბლიორაფია". გავიხსენეთ როგორ მოვნახოთ სხვადასხვა ხმები და მუსიკა. ვიმუშავეთ მუსიკის ჩამოთვირთვაზე. . გავაკეთეთ პროგრამა powerpoint-ში პრეზენტაციისათვის საჭირო კითვები და ცხრილი.გაგვაცნო, როგორ გავუკეთოთ ერთმანეთს კომენტარები ბლოგებზე.