Sunday, May 29, 2016

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო. მივიღე ზღვა ინფორმაცია პროექტის შეფასების სტრატეგიის შემუშავების შესახებ.  როგორ უნდა შევიმუშაოთ შეფასების სტრატეგია პროექტთან მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. გვესაუბრა პროექტის დაწყების წინ ჩასატრებელ სამუშაოებზე, შუალედურ შეფასებებსა და შემაჯამებელ შედეგების განსაზღვრაზე.. 

Saturday, May 28, 2016

დღეს, 28 მაისს, ქალბატონმა ნათია ცინცაძემ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა პროექტებთან მუშაობის შესახებ. გავეცანით, როგორ ჩამოვტვირთოთ პროექტის  გემის შაბლონი, გავეცანით 21 საუკუნის ძირითად უნრ-ჩვევებს, 21 საუკუნის
უნარ-ჩვევები /ლექსიკა/. პროექტის გეგმის ესგ სტანდარტებთან  და ინდიკატორებთან შესაბამისობაში მოყვანა, პროექტის არჩევა აქტუალურობიდან გამომდინარე. პროექტის ძირითადი აგებულება, როგორ უნდა გადავიდეთ ზოგადი კითხვიდან თემატურ კითხვაზე, შემდეგ კი შინაარსობრივ კითხვებზე. ჩამოვაყალიბეთ საკვანძო და დამხმარე კითხვები...

Thursday, May 26, 2016

პირველი, მეორე დღის რეფლექსია

 ჩვენმა ტრენერმა, ქალბატონმა ნათია ცინცაძემ გავაცნო დაწყებით კლასებში პროექტებით  შაობის აქტუალურობა და პროექტებთან მუშაობის ხერხები. გვასწავლა როგორ შევქმნათ დამხმარე შაბლონები სხვადასხვა სიტუაციებისათვის, როგორ გავაკეთოთ ბუკლეტები / მოგვაწოდა ბუკლეტების ვარიანტები/, შემდეგ გვასწავლა როგორ შევიდეთ ვორდიდან ახალი შაბლონების მოსაძებნად. მაგალითად  გაზეთების და ბროშურების ვარიანტები.
  ვისწავლეთ ბუკლეტების და გაზეთების გაფორმების ხერხები.
  გავიხსენეთ ბლოგებში მუშაობის ხერხები.
  შევასწავლა ვორდით მუშაობის მრავალი ახლი ხერხი.